1-ლი თებერვლიდან ქუთაისში მაღაზიები
Და სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირებას განაახლებენ. Ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. Მისივე თქმით, სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპრტის მუშაობა 1-ლი მარტიდან იგეგმება.
მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები 15 თებერვლიდან გაიხსნება.
ძალაში რჩება კომენდანტის საათი. 1-ლ მარტამდე გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე კვლავ იმოქმედებს.
Ასევე, 1-ლი მარტიდან იგეგმება სასწავლო პროცესის აღდგენა საბავშვო ბაღებში, სკოლებში, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში.
კოვიდ 19-ის გამო ქუთაისში სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლა შეწყვეტილია. Არ მუშაობს ტრანსპორტი და სავაჭრო ობიექტები.
ფუნქციონირება შეწყვიტეს თეატრებმა და გასართობმა დაწესებულებებმა. Რესტორნები გატანის რეჟიმზე მუშაობენ.
Დღეს იმერეთში კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა დადასტურდა.