ტყიბულის შახტებში მუშაობა დღეიდან
განახლდა. როგორც კომპანია “საქნახშირში” განაცხადეს, სამუშაო პროცესი ადაპტირებული განრიგით წარიმართება. კომპანიაში განმარტავენ, რომ ახალი განრიგის მიხედვით, მეშახტეების ცვლები გადანაწილდა ისე, რომ სამუშაო პროცესი კვლავ გამართული იყოს და უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად დაიცვან.
სამუშაო პროცესის განახლების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 27, 28 და 29 ნოემბერს განმეორებითი ტესტირება ჩატარდა. გაიტესტა 774 თანამშრომელი, რომლებიც პირველი ტესტირებისას კოვიდდადებითები არ აღმოჩნდნენ. მათგან 716-ს ვირუსი არ დაუდასტურდა. 58 კოვიდდადებითი პირი კი მკურნალობას შესაბამის დაწესებულებაში გადის.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ყველა იმ თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებსაც პირველ ჯერზე ვირუსი დაუდასტურდათ, დამაკმაყოფილებელია. კომპანიაში ამბობენ, რომ ისინი განაცდურის ანაზღაურება მიიღებენ.
“საქნახშირმა”ფუნქციონირება 17 ნოემბერს შეწყვიტა, როდესაც 144 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.