ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც სახლის მეპატრონემ სახის მცირე დამწვრობა მიიღო.
ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია. ადგილზე მობილიზებულია 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ზარალის ოდენობა უცნობია. ასევე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.