,,ქართული ოცნების’’ თერჯოლის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი, დიმიტრი გურგენიძე, ძალადობისა და ხულიგნობისთვის რამდენჯერმე არის ნასამართლევი’’

 

-ამის შესახებ ინფორმაცია პარტია ,,პროგრესული საქართველოს’’ თერჯოლის, ზესტაფონის, ბაღდათისა და ტყიბულის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნინო მეფარიშვილმა გაავრცელა.

 

ნინო მეფარიშვილის თქმით, დიმიტრი გურგენიძე მისი სტატუსის მიუხედავად საჯარო სამსახურშია დასაქმებული, რაც საქართველოს კანონი ზოგადის განათლების შესახებ 21-ე პრიმა მუხლის დარღვევაა.

,,ბოლოს 2017 წელს გაასამართლეს. მიუხედავად ამისა, ორ დაწესებულებაში საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა. ის თერჯოლის პირველ სკოლაში და სპორტულ-გამაჯანსაღებელ მუნიციპალურ ცენტრში მუშაობს. გარდა ამისა, მუშაობს ,,ქართული ოცნების’’ აქტიური მხარდამჭერია. კარდაკარ დადის და მოსახლეობას აიძულებს ხმა მთავრობას მისცეს. ,,ქართული ოცნება’’ დაკავებულია კრიმინალის აღზევებით და ეს კრიმინალები ჩვენი შვილების აღზრდაში მონაწილეობენ. რა უნდა ასწავლოს დიმიტრი გურგენიძემ ბავშვებს? რა პასუხს გასცემს სკოლა იმ მოსწავლეების მშობლებს, რომელტა სპორტის მასწავლებელიც მრავალჯერ არის ნასამართლევი?,’’-ამბობს ნინო მეფარიშვილი.

ის ამბობს, რომ განცხადებით თერჯოლის პირველი სკოლისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუნიციპალური ცენტრის დირექტორებს მიმართავს და მასზე რეაგირებას მოითხოვს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *