,,ევროპული საქართველოს’’ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ოთარ კახიძეს კოვიდ 19 დაუდასტურდა.
როგორც ოთარ კახიძე ამბობს, ის საარჩევნო კამპანიის დროს ამომრჩევლებთან შეხვედრისას დაინფიცირდა.
,,თავს ვირუსის კვალობაზე ნორმალურად ვგრძნობთ. სიცხე, ხველა, ყელის და სახსრების ტკივილია სიმპტომები. ვმკურნალობთ ქუთაისში, თვითიზოლაციის პირობებში. ატარეთ პირბადე და გაუფრთხილდით თქვენ გარშემო მყოფებს, განსაკუთრებით, ხანდაზმულებს და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს.
ქუთაისში საარჩევნო კამპანიას ჩვენი გუნდით ვაგრძელებთ, ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვით, რაც გავრცელების რისკებს ამცირებს,’’-წერს ოთარ კახიძე სოციალურ ქსელში.