ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში,  მამაკაცმა მაღაზია დააყაჩაღა.

შემთხვევის დროს ადგილზე ორი თანამშრომელი იმყოფებოდა. მათი თქმით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ცივი იარაღის მუქარით ფულსა და სიგარეტს ითხოვდა.

 

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მამაკაცი ციხიდან ახალი გამოსული იყო. ის პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

შშს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *