ქუთაისში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ინტელექსპერესის” ფილიალი გაქურდეს. შემთხვევა 19 სექტემბერს, გვიან ღამით მოხდა.

უცნობმა პირებმა სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და შენობაში შეაღწიეს. წაღებულია დიდი რაოდენობით თანხა და ძვირფასი ნივთები.

,,ინტელექსპრესის” ადვოკატის, ლევან დონდუას თქმით, შემთხვევის შედეგად სიგნალიზაცია ჩაირთო, თუმცა ადგილზე მისულმა დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა ობიექტი შემოწმების გარეშე დატოვეს.

სამართალდამცველებმა ჩანაწერები უკვე ამოიღეს.

შშს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *