საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსი
9 სექტემბრამდე გაგრძელდება. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა საქართველოს მოქალაქეებმა 18 წლის ასაკიდან პირადად ან ელექტრონული ფორმით, განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.
კომისიების დაკომპლექტების მიზნით საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსები 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიაში 3 657 საარჩევნო უბნისთვის გამოცხადდა.
ჯამში კონკურსი გამოცხადდა 21 942 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად მთელი საქართველოს მასშტაბით.