დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, 140 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი გადაეცემა.
“კომისიის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელ ფართებს ის ოჯახები მიიღებენ, რომლებიც ამ ეტაპზე, ყველაზე მეტად საჭიროებენ განსახლებას. აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებ-გვერდებზე უკვე გამოქვეყნდა. წყალტუბოში, დევნილებისთვის კიდევ 6 კორპუსი შენდება, სადაც ბინას, დამატებით, 420 ოჯახს გადავცემთ”, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.
სააგენტოს დირექტორი და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან ყველა იმ დევნილს, რომელსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნია.