შატილის გზაზე დაღუპულების ხსოვნის პატივსაცემად ქუთაისში მდუმარე აქცია გაიმართა.
24 აგვისტოს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები სანთლებით თეთრ ხიდზე შეიკრიბნენ.
,,საქართველოს ახალგზრდა გიდების ასოციაციის, ქუთაისში მოქმედი გიდების სახელით, გამოვხატავთ მწუხარებას და ამ ფორმით ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს.” – განაცხადა ლაშა ბერეკავშილმა.
შატილის გზაზე მომხდარ ავარიას 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა. ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი გაჩერებულ მანქანას დაეჯახა და 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.