შატილის გზაზე დაღუპულების ხსოვნას პატივს ქუთაისში მიაგებენ.
რიგითი მოქალაქეები და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები სანთლებით თეთრ ხიდზე, 20:00 საათზე, შეიკრიბებიან.
შატილის გზაზე მომხდარ ავარიას 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა. ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი გაჩერებულ მანქანას დაეჯახა და 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.