ქუთაისის მოსახლეობა უწყვეტ წყალმომარაგებაზე გადავიდა. რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის განხორციელების შედეგად, ქალაქის ისტორიაში პირველად, 200 ათასი მაცხოვრებელი 24 სთ-იან წყლის მიწოდებაზე გადავიდა.
პროექტის შედეგად აშენდა გოდოგანზე ორი და მუხნარში ერთი რეზერვუარი. მოეწყო სამი სატუმბი სადგური. გაკეთდა 18 კმ წყლის მაგისტრალური მილსადენი და 300 კმ შიდა გამანაწილებელი ქსელი.
პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, რომლის ღირებულება 80 მილიონ ლარზე მეტია.