ქუთაისში ინტენსიურად მოსულმა ნალექმა რამდენიმე ქუჩის დატბორვა გამოიწვია.
ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქალაქის ცენტრალური ნაწილი. ასევე ფოთის ქუჩა, ავტომშენებლის და აღმაშენებლის ქუჩები.
დაიტბორა მოსახლეობის ეზოები, სარდაფები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული. ადგილზე მობილიზებული იყო მერიის შესაბამისი სამსახურები, ,,სპეც.სერვისები” და სამაშველო ბრიგადები, რომლებიც მოსახლეობას საჭირო დახმარებას უწევდნენ.