ჭარბი ნალექის შედეგად წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიამ დააზიანა კოსტავას, გოგებაშვილის,
ლერმონტოვის, ტაბიძის, ბესიკის, დედაენის, ჭავჭავაძის, ავალიანის, ლორთქიფანიძის, ნინოშვილის ქუჩები და იქ მდებარე როგორც კერძო, ასევე მრავლბინიანი საცხოვრებლი სახლები, წყალმა დაფარა 9 აპრილის ქუჩაზე დევნილთა დასახლებაში #9, # 10 კორპუსების სარდაფები.
უხვი ნალექის შედეგად მეწყერი ჩამოწვა სოფელ გუმათის, ჯიმასტაროს, სორმონის, ასევე მეჩხერი-ზარათის გზებზე. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
საცხოვრებელი სახლები დაიტბორა სოფელ თერნალში, ბანოჯაში, ქვილიშორში, ხომულში, ქვილიშორში, დაზიანდა ბუნებრივი აირის მილი, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, სოფელ ძლიერმა წვიმამ დააზიანა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წყლის სატუმბი სადგური, რის გამოც ქალაქის მოსახლეობის ნაწილი სასმელ წყალს დროებით ვერ მიიღებს.
ადგილზე მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები, სამაშველო ბრიგადები, მიმდინარებს მიყენებული ზარალის პირველადი აღრიცხვა.
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ტყიბულსა და ხარაგაულშიც. დაიტბორა რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელი სახლები, დაზიანდა გზები, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
რაც შეეხება ქუთაისს, ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქალაქის ცენტრალური ნაწილი. ასევე ფოთის ქუჩა, ავტომშენებლის და აღმაშენებლის ქუჩები. დაიტბორა მოსახლეობის ეზოები, სარდაფები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული.