წყალტუბოში იუსტიციის სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. იუსტიციის
სახლის მშენელობისთვის ტენდერი გასული წლის ნოემბერში გამოცხადდა. აქვე განთავსდება ქორწინებს სახლიც.
,,გავეცნით მიმდინარე სამუშაოებს, რომელიც წყალტუბოში მიმდინარეობს. აქ შენდება იუსტიციის სახლი და კმაყოფილები ვართ იმ ტემპით, რა ტემშიც მსენებლობა მიმდინარეოს. ჩვენ უკვე შემოდგომაზე შევძლებთ, რომ წყალტუბოელებს გავუხსნაათ იუსტიციის სახლი ,სადაც 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობასთან ერთად იქნება საზეიმო, საქორწილო დარბაზი. ასევე ამ შენობის სახურავზე მოწეყბა საზფხულო ღია კაფე.”- განაცხადა იუსტიცის მინისტრმა თეა წულუიანმა.
წყალტუბოს ფილიალი მესამე იუსტიციის სახლი იქნება, რომელიც იმერეთის რეგიონში გაიხსნება.
წყალტუბოს იუსტიციის სახლი ერთ-ერთია იმ სამი ფილიალიდან, რომლებიც 2020 წლის შემოდგომაზე უნდა გაიხსნას. აქ 13 ადამიანის დასაქმება იგეგმება.
ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან ზვიად შალამბერიძე წყალტუბოში მშენებარე იუსტიციის სახლის ფილიალი დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.