28 ივლისს სპეციალურ რეისს ათენი – ქუთაისი – ათენის მიმართულებით
ავიაკომპანია Wizz Air შეასრულებს. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე არის შესაძლებელი.
საბერძნეთის მთავრობის მოთხოვნის შესაბამისად, სავალდებულოა, ქუთაისი – ათენის მგზავრებმა გამგზავრებამდე შეავსონ სპეციალური ელექტრონული ფორმა. ელექტრონული PLF ფორმა მგზავრებმა ავიარეისის შესრულებამდე უნდა წარადგინონ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი კომპანიები Georgian Bus და Omnibus Express ათენი – ქუთაისი – ათენის ავიარეისის მგზავრებს მოემსახურებიან.
შეგახსენებთ, 4 თვიანი პაუზის შემდეგ საქართველოში შიდა ფრენები განახლდა. რეგულარული რეისები ნატახტარიდან მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების, ხოლო თბილისიდან ბათუმის აეროპორტის მიმართულებით სრულდება.