უახლოეს დღეებში “დავითის გზა” გაიხსნება. ამის შესახებ იმერეთში
სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. “დავითის გზა” გელათის სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელი გზაა.
“მუნიციპალური განვითარების ფონდის დახმარებით იმერეთში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი დასრულდა, რომელიც ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას ემსახურება. გარდა ამისა, ჩვენ უახლოეს დღეებში გავხსნით “დავითის გზას”, ისტორიული გზა, რომელიც ამოდის გელათის სამონასტრო კომპლექსამდე აღდგა და მოპირკეთდა, რაც კიდევ ერთი საინტერესო ლოკაცია იქნება ტურისტებისთვის”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.