იმერეთში მდინარეებზე მწვანე ზონების შექმნას ითხოვენ. ეს გულისხმობს უსაფრთხო გარემოს შექმნას,
ნაგვის შემგროვებელი სპეც.კონტენირებისა და საინფორმაციო დაფების მოწყობას და ა.შ.
,,საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის და იმერეთის მთავარი ტურისტული პლატფორმის ,,გიდ ინფო ქუთაისი ” ს სახელით ვითხოვთ, შესაბამისმა რაიონებმა და ადგილობრივმა თვითმართველობებმა, შექმნან აღნიშნულ მდინარეებზე მწვანე ზონები , სადაც მოწყობილი იქნება ნაგვის შემგროვებელი სპეც.კონტენირები, საინფორმაციო დაფები ( მდინარის დინების სიჩქარე, მისი სიღრმე და წყლის ვარგისიანობა) ასევე, დამონტაჟდეს სპეციალური უსაფრთხოების ბაგირები,სამაშველო რგოლები და უსაფთხო ჩასასვლელ ამოსასვლელები ..
აგრეთვე, გაკეთდეს სპეციალური რუკა , რომელზეც დატანილი იქნება აღნიშნული მწვანე ზონები და სრული ინფორმაცია მათ შესახებ.” – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა ბერეკაშვილი ამბობს, რომ მდინარეებზე უსაფრტხოების ზომების არ არსებობა უბედური შემთხვევების მიზეზიც გამხდარა.
,,12 მუნიციპალიტედიდან, თითომ 2-2 რომ მოაწყოს უკვე საქმეა , შევამცირებთ უბედურ შემთხვევებს და გავუადვილებთ ადამიანებს გარემოში უსაფრთხო და ჰარმონიულ დასვენებას.”- ამბობს ლაშა ბერეკაშვილი.
ინიციატივის ავტორები მდინარეებზე უსაფრთხოების ზომების მისაღებად განცხადებით იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტს მიმართავენ.