გელათის მონასტერთან არსებული ინფრასტრუქუტურის
ნაწილს, კაფესა და სველ წერტილებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გააიჯარებს. ამის შესახებ სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადა. მისივე თქმით, სააგენტომ გადაწყვეტილება უკეთესი მენეჯმენტის განხორციელების მიზნით მიიღო.
“სააგენტომ უკვე დაიწყო კაფესა და საპირფარეშოების გაიჯარების პროცესი. რადგან ჩათვალეს, რომ მისი მენეჯმენტი ასე უკეთ განხორციელდებოდა. რაც შეეხება ვიზიტორთა ცენტრს, ის სააგენტოს საკუთრებაში რჩება და პროექტი უკვე ბოლოშია გასული. სულ ახლახანს დასრულდა ყველაფრის მოწყობა. ახლა შევდივართ ექსპლოატაციის ფაზაში. თუ რაიმე ხარვეზი არის საპირფარეშოს ნაწილში, ამას კომპანია გამოასწორებს,”-განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.
ვიზიტორები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ გელათის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შემდეგ, საპირფარეშოები არ მუშაობს და დაზიანებულია.