საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა
ახალ პროგრამას “იმოგზაურე საქართველოში” იწყებს. გახარია მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად ჩაერთონ პროგრამაში და შიდა ტურიზმის გააქტიურებას ხელი შეუწყონ.
“ჩვენ ვიწყებთ ახალ პროგრამას იმოგზაურე საქართველოში. თითოეულ თქვენგანს მინდა ვთხოვო, რომ ამ პროგრამაში ჩავერთოთ მაქსიმალურად აქტიურად. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ახლა პანდემიის წყალობით გვაქვს შესაძლებლობა, ხელახლა აღმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა. მოვემზადოთ იმისთვის, რომ როდესაც სრულად გაიხსნება საზღვრები და საერთაშორისო ტურიზმი, საუკეთესო გიდები ვიყოთ ჩვენი სტუმრებისთვის. აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ეს დრო და პირველ რიგში, უნდა მივეხმაროთ დარგს,”-განაცხადა გიორგი გახარიამ.