13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარების
აკრძალვა მოიხსნება. ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
“ვფიქრობ, რომ ახლა, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, როდესაც შიდა ტურიზმი უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე, ყველა ის ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა სახის დატვირთვა აქვს, მაგრამ ტარდება ღია ცის ქვეშ, ასევე იქნება ნებადართული. მაგალითად, ბოლო პერიოდში დიდი მოთხოვნა იყო კინოლოგების მხრიდან გამოფენების ჩასატარებლად,”-განაცხადა გიორგი გახარიამ.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე