ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულები დასავლეთ საქართველოს
ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. მათ სხვადასხვა სახის მოტეხილობები აღენიშნებათ.
ავტოსაგზაო შემთხვევა დილით, ავტომშენებლის ქუჩაზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი, მანანის მძღოლი და მგზავრი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.