საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, რიკოთის საუღელტეხილო
გზის უბისა-შორაპანის მონაკვეთზე 2 ახალი გვირაბი გაიჭრა. ახალი გვირაბები სოფ. უბისასთან და განთიადთან მოეწყო, მათი სიგრძე 346.5 მეტრი და 223 მეტრია.
რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში 51.6 კმ-მდე სიგრძის გზა აშენდება, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. ამ ეტაპზე უკვე სამშენებლო სამუშაოები 30 გვირაბსა და 39 ხიდზე მიმდინარეობს.
“რიკოთის საუღელტეხილო გზა, აღმოსავლეთ-დასავლეთის გზის მანძილს შეამცირებს 30 კილომეტრით, ხოლო მგზავრობის დროს გაანახევრებს. თუ დღეს, წითელი ხიდიდან-სარფამდე მანძილის ავტომობილით გავლას სჭირდება დაახლოებით 8 საათი, სამომავლოდ ეს დრო 4-4.5 საათამდე შემცირდება,”-განმარტავენ მთავრობაში.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე