კორონავირუსის პანდემიის გამო, რამდენიმეთვიანი შესვენების შემდეგ
ქუთაისის ბოტანიკურმა ბაღმა მუშაობა მაისის ბოლოს განაახლა. როგორც ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელი ამბობს, ბაღი ვიზიტორებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით იღებს. დაცულია სოციალური დისტანცია და დასაშვებია მაქსიმუმ ათკაციანი ჯგუფის შესვლა. მისივე განმარტებით, რადგან ბოტანიკური ბაღი ღია სივრცეა, ვიზიტორებისათვის თერმოსკრინინგის ჩატარებისა და პირბადეს აუცილებლობაზე რეკომენდაციები არ მიუღიათ. რაც შეეხება ბაღის თანამშრომლებს, მათთვის პირბადის ტარება და რეკომენდაციების დაცვა სავალდებულოა.
ბაღის დირექტორის განმარტებით, უცხოელი ტურისტების ნაკადი შეწყდა, თუმცა, ადგილობრივი ტურისტების რაოდენობა იზრდება.
“შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, უცხოელი ვიზიტორები არ შემოდიან. ბოლო პერიოდში ადგილობრივი ტურისტების მატებაა,”-ამბობს ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელი ზაზა რამინაშვილი.
პანდემიის შემდეგ ბოტანიკურ ბაღში ვიზიტის ღირებულება არ შეცვლილა და საქართველოს მოქალაქეებისასთვის 1 ლარს შეადგენს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე