დღეს დილიდან ტყიბულში მეშახტეებმა სამუშაო
პროცესი განაახლეს. მუშაობა აღდგა მინდელის სახელობის შახტში, ხოლო ძიძიგურის შახტში ტექნიკური პრობლემების გამო დღის განმავლობაში განახლდება. როგორც პროფკავშირების წარმომადგენელი გაგა ისაკაძე ამბობს, მეშახტეებისა და ადმინისტრაციის მხრიდან რაიმე ტიპის შეფერხებას ადგილი არ ქონია.
მეშახტეებმა საპროტესტო აქცია გუშინაც გამართეს. ისინი ხელფასების ზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, მეშახტეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. 27 აგვისტომდე მეშახტეები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ. მას შემდეგ კი თითოეული დასაქმებული მემორანდუმის პირობებს გაივლის, რაც ხელფასების ბონუსური სისტემით ზრდას ითვალისწინებს. ასევე, მოხდება გადაიარაღება.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე