ვანიდან ჯაჯის ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება. ვანის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ლილუაშვილის თქმით,
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობით საავტომობილო გზების დეპარტამენტია დაინტერესებული.
,,ტბამდე მისასვლელ გზას ყოველწლიურად მუნიციპალიტეტი რამდენადაც შესაძლებელია აკეთებს. არის დაინტერესება, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გააკეთოს ვანიდან ტბამდე მისასვლელი გზა ყველა სტანდარტების დაცვით.”- განაცხადა ნანა ლილუაშვილმა.
ჯაჯის ტბა ზღვის დონიდან 2655 მეტრზე მდებარეობს. ამ ადგილს სამთო ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ ადგილადაც მოიაზრებენ.
,,სამთო ტურიზმისათვის არის ძალიან დიდი შესაძლებლობა. ვანის ალპური მთა ცნობილია ისედაც ტურისტებში. სექტემბრიდან თოვლი არის. შარშან იყვნენ ჩვენთან ჩამოსული უცხოელი ექსპერტები, რომლებმაც გვითხრეს, რომ ძალიან დიდი პერსპექტივაა ზამთრის კურორტების გაკეთებისთვის.” – განაცხადა ლილუაშვილმა.
ჯაჯის ტბასთან მისვლა აბასთუმნის, ფერსათის პლატოს და სოფელი დრეცელის მხრიდანაა შესაძლებელი.