საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზესტაფონში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეაბილიტაციას იწყებს.
მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქ ზესტაფონის დავით აღმაშენებლის ქუჩას, კვალითის დასახლებაში მაღლაკელიძის, შათირიშვილის და მელქაძის ქუჩებს, ასევე სოფელ ტყლაპი-ვაკემდე მისასვლელ საავტომობილო გზას. მოწესრიგდება გარე განათებაც, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ტროტუარები და სანიაღვრე არხები.