სასამართლოს გადაწყვეტილებით, წყალტუბოს მეორე საჯარო სკოლის
დირექტორის მოადგილე, აკაკი ტყეშელაშვილი თანამდებობიდან უკანონოდ დაითხოვეს. სასამართლო პროცესები ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, აკაკი ტყეშელაშვილის გათავისუფლების ბრძანება გაუქმდა და დირექტორს მისი სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაევალა.
სკოლის დირექტორმა აკაკი ტყეშელაშვილი 2019 წლის ივლისიდან სამსახურეობრივი მოვალეობის უხეში დარღვევის საფუძვლით გაათავისუფლა.
აკაკი ტყეშელაშვილმა მისი გათავისუფლების შესახებ მედიასთან რამდენჯერმე ისაუბრა და განმარტავდა, რომ მის მიმართ ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით მის მიერ მკვეთრად გამოხატული ოპოზიციური განწყობის გამო მოხდა.
ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”