ქვეყნის მასშტაბით საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა დღეს მუშაობა განაახლა. მგზავრებს მოუწევთ ტრანსპორტში ატარონ პირბადე.
ასევე დეზინფექცია უნდა ჩაუყარდესსატრანსპორტო საშუალებასაც.
,,ყოველი რეისის შემდეგ მძღოლი გაუკეთებს დეზინფექციას სახელურებს, სკამებს, რასთანაც შეხება აქვს მძღოლსაც და მგზავრსაც. დღის ბოლოს კი თავისთავად ჩაუტარდება სატრანსპორტო საშუალებას დეზინფექცია”.- განაცხადა რადიო ,,ძველ ქალაქთან” საუბარში წყალტუბოს ს.ს. ,,შევარდენის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიზო თავაძემ.
საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის პანდემიის გამო, საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე შეზღუდვები 23 მარტს დაწესდა.
ფოტო: რადიო ,,ძველი ქალაქი” (არქივი)