წყალტუბოდან და ქუთაისიდან თბილისში მგზავრობის ფასი 15 ლარი გახდა. როგორც რადიო
,,ძველ ქალაქს” წყალტუბოს სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მგზავრობის საფასურის გაზრდა ადგილობრივი კომპანიის ინიციატივით არ მომხდარა. ამის შესახებ მათ თბილისში, დიდუბის ავტოსადგურიდან აცნობეს.
,,დაგვიკავშირდა თბილისის ავტოსადგური და მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ მგზავრობის ღირებულება გაიზრდება 15 ლარამდე. წყალტუბო-თბილისი, ქუთაისი-თბილისი იქნება 15 ლარი. ეს ჩვენი ინიციატივით არ მომხდარა. ეს არის თბილისში, დიდუბის სადგურის გადაწყვეტილება.”- განაცხადა ს.ს. ,,შევარდენის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიზო თავაძემ.
მგზავრობის საფასური არ გაზრდილა წყალტუბო-ქუთაისის მიმართულებით მოძრავ ტრანსპორტზე.
შეგახსენებთ, 8 ივნისიდან ქვეყნის მასშტაბით მუშაობა საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა უნდა განაახლოს.
ფოტო: http://app.guds.ge/