ქუთაისში 2 ათასამდე მოქალაქეს სადეზინფექციო საშუალებები გადასცეს. საქველმოქმედო აქცია
ქართულ-ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოაწყო. როგორც ორგანიზაციის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა განაცხადა, აქციას მოსახლეობისგან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.
,,ქვეყანაში შექმნილი ვირუსული მდგომარეობის გამო, ქართულ-ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,ახალი ლიდერების ინიციატივა” მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის მხარდაჭერით საქველმოქმედო აქცია გამართა. ყველა მოქალაქეს უსასყიდლოდ ანტივირუსული სადეზინფექციო საშუალებები გადაეცათ.”- განაცხადა ,,ახალი ლიდერების ინიციატივას” ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა გიორგი გველესიანმა.
ორგანიზაციამ საქველმოქმედო აქცია უკვე მეორედ მოაწყო.