ქუთაისში ნიდერნალდებიდან ჩამოსული
ტურისტის სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ტურისტს 18 დღეა ეძებენ.
ნიდერლანდებიდან ჩამოსული ტურისტი, 23 წლის სიიმ ვეგერი, ქუთაისში 7 მარტს გაუჩინარდა. მისი დაკავგვის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცველებს გაუჩინარებული ტურისტის მეგობარმა მიაწოდა. პოლიციამ ტურისტის ძებნა 8 მარტს დაიწყო. ტურისტის სამძებრო სამუშაოები მდინარე რიონზე მიმდინარეობდა. ბოლოს გაუჩინარებული ტურისტი მეგობართან ერთად ერთ-ერთ კვების ობიექტში იმყოფებოდა. საქართველოში ჩამოვიდნენ დაკარგულის მშობლებიც. შეიქმა რამდენიმე ჯგუფი, სადაც დაკარგულის მოსაძებნად მოხალისეები გაერთიანდნენ.