სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აგრარული ბაზრების წარმომადგენლებს სპეციალური რეკომენდაციები
კიდევ ერთხელ გააცნო. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს” სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია გაზარდონ რეცხვა-დეზინფიცირების სიხშირე ობიექტებზე. აუცილებელია დაიცვან ჰიგიენის ნორმები.
,,ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სურსათის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა შეხვედრა აგრარული ბაზრების წარმომადგენლებთან. ბიზნესოპერატორებს განემარტათ, რომ ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია გაზარდონ რეცხვა-დეზინფიცირების სიხშირე ობიექტებზე. აუცილებელია დაიცვან ჰიგიენის ნორმები : პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს ერთჯერადი თავსაბურავით, პირბადითა და ხელთათმანით; გააკონტროლონ პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა; უზრუნველყონ მომხმარებლების მიერ დისტანციის დაცვა; სურსათის დამუშავების, ტრანსპორტირების, შენახვისა და რეალიზაციის დროს უზრუნველყონ ტემპერატურული რეჟიმის დაცვა.”- წერია მოწოდებულ ინფორმაციაში.