წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 56 გადამზადებული მოხალისე საკვებ პროდუქტებს
სათნოების სახლის ბენეფიციარებს და 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ყოველდღიურად ურიგებენ. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს” აცნობეს, მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები შეჭირვებული ოჯახების საჭირებების კვლევა, რათა დროულად გაეწიოთ შესაბამისი დახმარება.
“მოხალისეების რიცხვი გაიზრდება, გრძელდება მათი რეგისტრაციის პროცესი, ისინი უკვე რამდენიმე დღეა, ემსახურებიან როგორც ქალაქში, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, მოხალისეები დაარეგულირებენ რიგებს ბანკებსა და სასურსათო მაღაზიებში, ჩვენ 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა თავი დაცულად იგრძნონ და გაეწიოთ ყველა საჭირო დახმარება”, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანიმა.
ამ ეტაპზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დახმარებას 446 სოციალურად დაუცველი და 70 წელს გადაცილებული მოქალაქე საჭიროებს.