თვითიზოლაციის წესების დარღვევის 22 ახალი ფაქტი გამოვლინდა. თვითიზოლაციის
წესები მათ იმერეთში, სამეგრელოში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო და შიდა ქართლი, გურიაში,სამცხე-ჯავახეთსა და აჭარის რეგიონებში დაარღვიეს.
იძულების წესით, ჯამში, 71 ადამიანია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ რეგულაციებს.