“ვიზეარი”იტალიის მიმართულებით დროებით
ფრენების სიხშირეს ცვლის. ინფორმაციას ქუთაისის აეროპორტი ავრცელებს.
“ჩრდილოეთ იტალიაში ვირუსის გავრცელების გამო, ავიაკომპანია ვიზეარი 2020 წლის 11 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირეს 60%-ით შეამცირებს,”-ნათქვამია განცხადებაში.
საჰაერო მიმოსვლა სტანდარტული რეჟიმით 2 აპრილიდან აღდგება.
მგზავრები, რომლებსაც მიმდინარე ცვლილებები ეხებათ, ავიაკომპანიისგან მიიღებენ შეტყობინებას ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.