ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 2 მარტს შეწყდება.

არდადეგები 16 მარტამდე გაგრძელდება. ააიპ “ბაგა-ბაღების გაერთიანების” ხელმძღვანელის, დავით წიტაიშვილის განცხადებით, სწავლის შეწყვეტა კორონავირუსთან დაკავშირებული სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების გამო გახდა საჭირო.

ამავე მიზეზით, 2 მარტიდან სასწავლო პროცესი შეწყდება საჯარო სკოლებშიც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *