ქუთაისში ძაღლმა ტურისტი დაკბინა. შემთხვევა ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის
შესასვლელთან მოხდა. ირლანდიელი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. Budget georgia-ს დამფუძნებელი ამბობს რომ მსგავსი შემთხვევა აქამდე არ ჰქონიათ, თუმცა ქალაქში მიუსაფარი ძაღლების სიმრავლე პრობლემებს მაინც ქმნის.
,,კბენის არა, მაგრამ შეწუხებით გვაწუხებენ. ტურის ჩატარების საშუალებას არ გვაძლევენ, ერთხელ გიდს დაეჯახა ძაღლი. ერთმანეთს კბენენ, ტურისტებს უყეფენ. მოკლედ, ძალიან ცუდი სიტუაციაა. დილით ჩემს თვალწინ კაცი მიდიოდა და უმიზეზოდ 5 ძაღლი დაეკიდა.”- ამბობს ტურისტული სააგენტოს ხელმძღვანელი გიგა ფაღავა.
ქუთაისში ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი არსებობს. ა(ა)იპ სპეციალურ სერვისებში აცხადებენ, რომ ცხოველებს შესაბამისი სამედიცინო პროცედურების ჩატარების შემდეგ ისევ ქალაქში აბრუნებენ. თავშესაფარი დაახლოებით 300 ცხოველზეა გათვლილი და ყველა მიუსაფარი ცხოველის დატევის საშუალება არ არის. გარდა ამისა, ჯანმრთელი ცხოველის 10 დღეზე მეტ ხანს ვოლიერში მოთავსებას კანონი კრძალავს.
,,მიუსაფარი ცხოველები ყოველდღიურად შემოგვყავს. მონიტორინგს ვახორციელებთ. ხდება მათთვის სამედიცინო სერსავისის მიწოდება. მათი გამოკველვა და დიაგნოსტირება. უტარდებათ სტერილიზაცია და კასტრაცია. შემდეგ აკვირდებიან ჩვენი ექიმები და თუ ქეიმები მიიღებენ გადაწყვეტილებას. ძაღლითუ არ არის გარე სამყაროსათვის საშიში, კანონს მიხედვით, პირდაპირ რომ ვთქვათ, თავისუფლების აღკვეთის უფლება 10 დღეზე მეტ ხანს არ გვაქვს.”- განაცხადა ა(ა)იპ სპეციალური სერვისების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი მჟავანაძემ.