სამტრედიაში, მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ გიგა აბრალავას აღმკვეთი
ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურორის დათო ცირეკიძის განცხადებით, ბრალდების მხარემ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა მტკივებულებების განადგურების, მიმალვისა და გამოძიებაში ხელის შეშლის საფრთხის არსებობის გამო მოითხოვა.
დაცვის მხრე ბრალდების შუამდგომლობას დაეთანხმა. გიგა აბრალავას ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს სრულად აღიარებს და ინანიებს. მისივე განმარტებით, შუამდგომლობაზე თანხმობის გაცხადების მიუხედავად, ბრალდებულის მიმალვის საფრთხე არ არსებობდა და ის პოლიციაში ჩაბარებას მისი სურვილით აპირებდა.
“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გულწრფელად თანამშრომლობს გამოძიებასთან. არ არსებობდა მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. შუამდომლობას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მოთხოვნის გამო დავეთანხმე, რადგან მას სურს პატიმრობა. რაც შეეხება იმას, რომ შემთხვევის დროს ბრალდებულს ხელთათმანები ეკეთა, როგორ ფიქრობთ, თუ მას დანაშაულის დაფარვა უნდოდა, საჯარო ადილას მსგავს ქმედებას ჩაიდენდა? რა თქმა უნდა, არა. მას რეალურად ჰქონდა ხელთათმანი. ის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ჩვენ განზრახვას არ უარვყოფთ. რაც შეეხება შემაკავებელ ორდერს, ესეც დარღვევად ჩაითვალა, რადგან ორდერი 4 თებერვალს გამოეწერა და მსხვერპლთან კომუნიკაცია აკრძალული ჰქონდა. მას ჰქონდა შერიგების მიზნით კომუნიკაციის დამყარების მცდელობა, რაც ვერ მოხერხდა და ტრაგიკულ შედეგამდე მიგვიყვანა,”-განაცხადა აბრალავას ადვოკატმა.
შემდეგი სხდომა 8 აპრილს გაიმართება.