ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ზედა დიმში, ზეგანსა და საკრაულაში
ელექტრო ენერგიის მიწოდება აღდგა. აღნიშნული სოფლების მოსახლეობას დილის საათებში ე.წ. “კიკნაველეთის” ფიდერის დაზიანების გამო ელექტრო ენერგია არ მიეწოდებოდათ.
ბაღდათის მერიის ინფორმაციით, უხვი ნალექის მიუხედავად ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა არ ყოფილა.
,,დილიდან მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. სოფელ ხანის, საკრაულასა და ზეგანის მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. ა.(ა). ი.პ. ბაღდათის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანების თანამშრომლები ასევე მობილიზებილი არიან და მთელი დღის განმავლობაში იწმინდება ქალაქის ქუჩები.”- აცხადებენ მერიაში.