ქუთაისში 44 000 აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი. ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

“სოკარ ჯორჯია გაზის” ქუთაისის აბონენტების 60%-ს. გაზის გარეშეა ავტოქარხნის, ავანგარდის, ნიკეა, გორა, ზასტავა, ქალაქის ცენტრალური ნაწილი და ჭავჭავაძის უბნები. კომპანიის იმერეთის რეგიონალური ოფისის დირექტორი, დავით ჯაიანი განმარტავს, რომ დაზიანება ქვიტირის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარმა ავარიამ გამოიწვია.

“ავარიის ადგილზე აღდგენითი სამუშაოები თითქმის დასრულებულია. პირველ რიგში, დავიწყებთ სტრატეგიული ობიექტების ბუნებრივი აირით მომარაგებას. მათ შორის პურის საცხობების, საავადმყოფოებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებს. მოსახლეობისათვის ბუნებრივი აირის მიწოდების სრულად აღდგენას 2 დღე დასჭირდება,”-ამბობს დავით ჯაიანი.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *