დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით,
წყალტუბოში ბინის მიღების მსურველი დევნილ ოჯახების განაცხადების შევსება დაიწყო. ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 140 დევნილ ოჯახს გადასცემენ.
,,ამ ეტაპზე, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 140 დევნილ ოჯახს, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გადასცემს. წყალტუბოში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება, იმერეთის რეგიონში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ. დევნილი ოჯახები განაცხადებს, ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში შეავსებენ.”- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
განაცხადების მიღების პროცესი დღეს დაიწყო და 17 თებერვლამდე გაგრძელდება.