13 წლის მოზარდი, რომელიც გუშინ ბაგრატის ტაძრის გალავნიდან გადმოვარდა,
კვლავ კლინიკაში რჩება. ინტერვენციული მედიცინის ცენტრის კლინიკური დირექტორის, გიორგი ხუციშვილის თქმით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის ექიმების ზედამხედველობის ქვეშ კიდევ რამდენიმე დღე დარჩება.
“გართულება არ ჰქონია. უკეთესად არის. კიდევ რამდენიმე დღე დარჩება კლინიკაში. პაციენტს აღენიშნება ქალატვინის ღია ტრავმა, ქალაფუძის მოტეხილობა და ჰემატომა შუბლის წილში,”-განაცხადა გიორგი ხუციშვილმა.
მოზარდი ბაგრატის ტაძრის გალავნიდან გუშინ გადმოვარდა. თვითმხილველების თქმით, მას გალავანზე ფეხი დაუცურდა. არასრულწლოვანი რუსეთის მოქალაქეა და ადგილზე მშობელთან ერთად იმყოფებოდა.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე