2 თერვალს, ქუთაისში, საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. ქუთაისელი გოგონას
დედის დასახმარებლად ახალგაზრდები ერთიანდებიან. საქველმოქმედო კონეცრტში, რომელიც ქუთაისის ოპერის თეატრში, 16:00 საათზე დაიწყება, მონაწილეობენ: გიორგი ნაკაშიძე, თამარ ალადაშვილი, გიორგი ფრუიძე, კესო ფრუიძე, მარიამ ლევიძე, ანიტა სებუა, ზურა ორმოცაძე, თორნიკე ჯანხოთელი, ბესარიონ ჩანქსელიანი, პაჯო, ქუჩის მოხეტიალე მუსიკოსები და ანსამბლი ,,კრიალესო”.
ქუთაისელი გოგონას, თეონა ხაჭაპურიძის დედა ერთდორულად 5 ურთულეს დაავადებას ებრძვის. 2014 წელს მას დაუდგინდა 5 ურთულესი დაავადება: თრომბოემბოლია, სუბლეიკემიური მიელოზი, კვანძოვანი დიფუზური ჩიყვი, დიაბეტი, ავთვისებიანი სიმსივნე მკერდზე (მეორე სტადია).
თეოს დედა 26 იანვარს სასწრაფოდ უნდა წავიდეს სტამბულში გამოკვლევებისთვის, შემდეგ კი ორი ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს. გამოკვლევები 4 000 დოლარი ჯდება, ოპერაციების 10 ათას დოლარზე მეტი.
დამხარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ საბანკო ანგარიშებზე: საქართველოს ბანკი #GE57BG0000000765351900 – მიმღები ბექა სუთიძე, თიბისი ბანკი
#GE65თB7805345061100091 – მიმღები თეონა ხაჭაპურიძე, ტერა ბანკი #GE05KS0036010144350301 – მიმღები თეონა ხაჭაპურიძე, საქველმოქმედო ზარი 0901701322.
საქველმოქმედო კონცერტის ბილეთების დასაჯავშნად დარეკეთ: 591 44 06 88