ქუთაისში, “საფიჩხიის სასაფლაოზე” არსებული 9 მაისის
მემორიალსა და აღმაშენებლის გამზირზე, ფოლკლორის სასახლის მიმდებარედ არსებულ 8 აგვისტოს მემორიალს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
რეკონსტრუქციისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 500 ლარია.
დოკუმენტაციის შესადგენად წინადადებების მიღება 2 თებერვალს იწყება და 5 თებერვალს სრულდება.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე