საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული
გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ1-კმ38 (ორპირი-საწირე) მონაკვეთზე, მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
“თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,”-ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.