გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გასულ წელს
უკანონო თევზჭერის 484 ფაქტი გამოავლინეს. მათგან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 162 ფაქტი შეიცავს.
უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი – 98 ფაქტი დაფიქსირდა იმერეთში. სამართალდარღვევის 59 ფაქტი გამოავლინეს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. შიდა ქართლში დაფიქსირდა უკანონო თევზჭერის 48 ფაქტი. მცხეთა-მთიანეთში – 47, აჭარაში – 43, კახეთში – 39, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 24, შავ ზღვაშიც – 24, გურიაში – 30, სამცხე-ჯავახეთში – 20, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში კი, თევზჭერის 3 ფაქტი გამოვლინდა.
ჯამში, უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ 410 კგ-მდე შეადგინა.