ქუთაისში მთავარი საახალწლო ნაძვის ხის დემონტაჟი დაიწყო.
სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. შლიან საახალწლო განათებებსაც.
საახალწლო ნაძვის ხე 25 დეკემბერს საზეიმო ღონისძიებების გარეშე აინთო. მის დიზაინზე მერიის თანამშრომლებმა ანა ღულაძემ, ნინო ჩხენკელმა და ანა რევიშვილმა იმუშავეს.
საახალწლო ღონისძიებებისთვის ქუთაისის ბიუჯეტიდან 238 000 ლარი დაიხარჯა.