იმერეთში, ხონის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაცია იგეგმება. ამის შესახებ რადიო

,,ძველ ქალაქთან” საუბრისას ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ განაცხადა. ტენდერს მუნიციპალური განვითარების ფონდი გამოაცხადებს. 

,,პროექტი, რომელზეც მუნიციპალური განვითარების ფონდთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ვმუშაობთ არის ქალაქის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაცია. ეს გულისხმობს სრულ რეაბილიტაციას, საფეხმავლო ბილიკების მოწყობას, ფასადების მოწესრიგებას, გარე განათების მოწყობას, მწვანე საფარის მოწესრიგებას. ჯერ პროექტი დასრულებული არაა. სავარაუდო ღირებულება 4-დან 5 მილიონ ლარამდე იქნება. ეს პროექტი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ხონს ძველი იერსახე აღვიდგინოთ. ტურისტებს უნდა შევთავაზოთ სადმე ქალაქშიც ჰქონდეთ მოსასვენებელი ადგილი.” – განაცხადა ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ.    

ფოტო:georgiantravelguide.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *