ზესტაფონში 9 საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იწყება. მერიის დაკვეთით საგზაო

ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ქალაქის და სოფლის საავტომობილო გზებზე უახლოეს პერიოდში დაიწყება. სამუშაოების ნაწილს რეგიონული განვითარების ფონდი, ნაწილს კი მერია დააფინანსებს.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება: ათონელების ქუჩას (მეორე შესახვევი),ზაპოროჟიეს ქუჩას (პირველი შესახვევი ),არგვეთაში შაორგესის დასახლებას,შროშის გზას, ცხენთაროს გზას, დაბა შორაპანში გაჩეჩილაძის ქუჩას, ზედა საქარში თავაძეების უბანს, ფუთში ქათამაძეების უბანს, ზოვრეთის სასოფლო გზას. 

გზების რეაბილიტაციისათვის 2 მილიონ 980 ათას 259 ლარია განკუთვნილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *